საზოგადოება
ახალციხის მუნიციპალიტეტში 246 საკონკურსო განაცხადი შევიდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსისთვის, განაცხადების მიღება დასრულდა. გამგეობის ინფორმაციით 18 ვაკანტურ პოზიციაზე 246 განაცხადია შესული.

ამჟამად საბუთების გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ ერთ კვირაში დასრულდება. შემდეგ კი კონკურსანტებთან გასაუბრება დაინიშნება.

ახალციხის მუნიციპალიტეტმა 18 პოზიციაზე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, პირველ მარტს გამოაცხადა.

| Print |