ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ახალციხის მერია დაეხმარება
21.03.2017
ახალციხეში მესხეთის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულ მოსახლეობას მერია დაეხმარება.
როგორც ქალაქის მერი განმარტავს, შესაბამისი სამსახური მიყენებულ ზარალს სწავლობს, რის მიხედვითაც გადაწყდება, თუ რა სახის დახმარებას გაუწევს მათ ქალაქის თვითმმართველობა. ვალადიმერ ზედგინიძის თქმით, ხანძრით დაზარალებულთათვის ერთი წლის განმავლობაში ბიუჯეტში 6 000 ლარია გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში, შესაძლოა მერიამ თანხები დამატებით სარეზერვო ფონდიდან გამოყოს.