ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სილამაზის ხიდის მიმდებარედ არსებულ სკვერში გამწვანების მასშტაბური აქცია მოეწყო.
წითელფოთოლა ნეკერჩხალი, ფოტინია, არიზონას კიპაროსი და ტუია სკვერის მთელ ტერიტორიაზე გადანაწილდა.
გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, მოადგილემ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიიღეს. მცენარეების დარგვის მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები და ორგანიზაცია "ოაზისში" ჩართული სკოლის მოსწავლები.
აქციის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე 14 სხვადასხვა სახეობის 330–მდე ხე მცენარე დაირგო.