ახალციხის გამგეობაში კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო
27.03.2017
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება დაიწყო.
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინაშე, საკუთარ შესაძლებლობებზე დღეს, 27 მარტს, 40–მდე აპლიკანტი ისაუბრებს.
მუნიციპალიტეტმა 18 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი პირველ მარტს გამოაცხადა, რა დროსაც გამგეობაში 148 კონკურსანტის 246 განაცხადი შევიდა. მათგან ყველაზე მეტმა – 59–მა აპლიკანტმა საორგანიზაციო საკითხებში საკრებულოს წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმების სურვილი დააფიქსირა.
კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით 110–მა კონკურსანტმა გაიარა.
გასაუბრება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. აპლიკანტებს პასუხი კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში ეცნობებათ.
საკონკურსო საატესტაციო კომისიას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ხელმძღვანელობს.