საქართველოში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა - შეფასებები ახალციხიდან
28.03.2017
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.
ბიომეტრული პასპორტების მქონე მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილება ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში, 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში შეეძლება.
გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.
მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით შეუძლიათ. დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქის დეპორტაცია მოხდება და იგი 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებს ვეღარ გადალახავს. გარდა ამისა, მოუწევს ფულადი ჯარიმის გადახდაც 3 000 ევროს ოდენობით.