2018 წლის 1 იანვრიდან ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა თამბაქოს მოწევა აიკრძალება.
ცვლილებები თამბაქოს შესახებ კანონში შედის, რომლის მიხედვითაც კანონის დარღვევის შემთხვევაში იურიდიული პირი 500-დან 5000 ლარამდე კერძო პირი კი 50 ლარიდან დაჯარიმდება. ინიციატივას კვების ობიექტების მეპატრონეები ახალციხეში დადებითად ხვდებიან, თუმცა მიაჩნიათ, რომ მწეველების გაკონტროლება რთული იქნება, ამიტომ თვლიან, რომ მათ გამო იურიდიული პირები არ უნდა დაისაჯონ.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, სიგარეტის მოწევაზე შეზღუდვის დაწესების პარალელურად, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსრობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს. თამბაქოს შესახებ კანონის დამტკიცების შემდეგ ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება. 2020 წლიდან, აკრძალვა სტადიონებსა და მსგავს ღია სივრცეებსაც შეეხება.