საზოგადოება
ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, დენის გაითიშება ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხოსპიოში, ირჯაში, აბულსა და მიმდებარე დასახლებებში. ელექტროენერგიის მიწოდება 3 496 აბონენტს 15:00-დან 16:30 საათამდე შეეზღუდება.

"ენერგო–პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ ჯავახეთში დენი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაითიშება.
| Print |