საზოგადოება
8 – 14 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 - 11 მაისს საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება , აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსი იქნება.

11 მაისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოში +15, +20 გრადუსამდე დაიკლებს, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

12 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და 15 მაისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ მუნიციპალიტეტში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
| Print |