საზოგადოება
"სამართალწარმოება თანასწორობისთვის" - პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისა და გოგონებისთვის პროექტი ხორციელდება. მიზანი სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"-ს პროექტის" "სამართალწარმოება თანასწორობისთვის" პრეზენტაცია ახალციხის დემოკრატ–მესხთა კავშირის ოფისში 13 მაისს გაიმართა.

პროექტის მიხედვით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ გოგონებსა და ქალებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაეწევათ. გარდა ამისა, ორგანიზაცია კოორდინატორის პოზიციისთვის ახალციხიდან ორ ახალგაზრდას გადაამზადებს, რომელიც შემდგომ შეხვედრების ორგანიზებასა და იურიდიული კონსულტაციების გაწევაში დაეხმარება.

პროექტი ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურ ცენტრთან (ACICC)  პარტნიორობით ხორციელდება.

| Print |