საბარგო სადგურის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დაპირების შესრულებას მოითხოვს
08.06.2017
ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში, მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს.
ადგილობრივები საკანალიზაციო სისტემის არარსებობაზე ჩივიან. ფეკალიები ქუჩებში ღიად მიედინება. აუტანელი სუნისა და ანტისანიტარიის გამო, ადგილობრივები ბავშვებს ქუჩაში სათამაშოდ არ უშვებენ. დასახლებაში, სადაც 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, წლებია პრობლემა მოუგვარებელია.