ახალციხე – ვალეს გზაზე, სოფელ სხვილისთან, ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო – სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი 2 ჰექტარ ფართობს მოედო.
ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.
შოთა მელაძის განმარტებით, ცეცხლს საფრთხე მოსახლეობისა და ტყისთვის არ შეუქმნია.