საზოგადოება
ერკოტაში მიწების დაკანონებას ითხოვენ
სოფელ ერკოტის მოსახლეობა მიწების დაკანონებასა და სოფლის სტატუსის აღდგენას ითხოვს. როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, სოფლის ტერიტორიის ნაწილი, წლებია, იჯარით არის გაცემული, რაც ადგილობრივებს უკანონოდ მიაჩნიათ.

მოსახლეობამ დახმარებისთვის და მიწის დაკანონებისთვის ასპინძის გამგეობასაც მიმართა. ადგილობრივების თქმით, გამგებელმა ლევან ცაბაძემ განუმარტა, რომ სოფლის სტატუსის აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ერკოტის მოსახლეობას მიწის დაკანონება შეეძლებათ.

დეტალები ნახეთ ,,მეცხრე არხი"–ს საინფორმაციო გამოშვებაში


| Print |