ახალციხის სკოლებში სამხატვრო კონკურსი გაიმართა თემაზე: " უსაფრთხოება და ავტოტრანსპორტი". ჟიურიმ, რომელიც ფსიქოლოგით, მხატვრითა და ახალციხის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლით
დაკომპლექტდა, 50–მდე ნამუშევრიდან 3 საუკეთესო ნახატი გამოავლინა. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს შეეძლო. პირველი ადგილი მესამე საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეს სოსო მინასიანს ერგო.
მეორე ადგილი მეხუთე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლემ მარიამ ყურაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი მეექვსე სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლემ ლუკა მიშინმა დაიკავა.
სამივე გამარჯვებულს პროკურორმა გელა მაღრაძემ სიგელები გადასცა. კონკურსი "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანი დანაშაულის პრევენცია და პროკურატურისადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლებაა.