მშობლებმა და მასწავლებლებმა მოზარდთა რეპროდუქციულ საკითხბზე იმსჯელეს
23.02.2018
ახალციხის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მშობლებმა, მოზარდებისთვის მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
დისკუსია ასოციაცია "ჰერა XXI-ის" ორგანიზებით, "ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში“ გაიმართა.
შეხვედრის მიზანი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი ვებ–გვერდებისა და მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია და გაცნობაა.
ონლაინ პლატფორმები მიზნად ისახავს მშობლების და მასწავლებლების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე. როგორ მიაწოდონ შვილებს და მოსწავლეებს სწორი და ასაკზე მორგებული ინფორმაცია აღნიშნულ თემებზე.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა მინი-ვიქტორინა და მონაწილეებს ორგანიზატორებისგან ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
"ასოციაცია ჰერა XXI" საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით მუშაობს.