საზოგადოება
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა
25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება.

ქვეყანაში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

97 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.

რუსეთის წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან შეებრძოლნენ.

ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
| Print |