საზოგადოება
ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ბორჯომსა და ბაკურიანში დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აპრილს, 11:00-დან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 4 431 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდას რაიონის სოფლებში აზმანა, ქარცები, ალათუმანი, გოკიო, ფოკა, გორელოვკა და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:30 საათამდე 1 124 აბონენტს ბაკურიანში წაქაძის, 25–იანების, კოხტა-გორის და მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე ბორჯომში 300 არაგველის, საბაგიროს, თორის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |