შემოსავლების სამსახურმა 6 თვეში გამოვლენილი სამართალდარღვევის შედეგები გამოაქვეყნა
შემოსავლების სამსახურმა 6 თვეში გამოვლენილი სამართალდარღვევის
შედეგები გამოაქვეყნა. საქარტველოს მასშტაბით, ოფიცრების მიერ
გამოვლენილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების ჯამურმა ღირებულებამ
5 მილიონ ლარამდე შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის 16 ივნისიდან 15
დეკემბრის ჩათვლით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის
მონიტორინგის სამმართველოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული
მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, საგადასახადო
სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა; კერძოდ, მონიტორინგის
სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ გამოვლენილი
ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების ჯამური ღირებულება იყო 1,057,189
ლარი, ხოლო დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ გამოვლენილი
ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგენა
3,439,918 ლარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის
მიხედვით, საქმეზე არსებული მასალები საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.