8 წლის გოგონას გარდაცვალებაში მსჯავრდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
14.02.2017
ბოლაჯურში 8 წლის გოგონას გარდაცვალებაში მსჯავრდებულს სასამართლო სხდომა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.
მხარეთა მორიგების შესახებ შუამდგომლობა მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილთან პროკურორმა მამაუკა ქომოშვილმა დააყენა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა მამაკაცს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აქედან ორ წელს ბრალდებული საპატიმროში გაატარებს, ხოლო დარჩენილი ორი წლის განმავლობაში პირობით მსჯავრს მოიხდის. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ასევე ჩამოერთვა სამი წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
პატიმრობის ვადა მამაკაცის დაკავების დღიდან აითვლება.
უბედური შემთხვევა სოფელ ბოლაჯურში 1 დეკემბერს მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი კუთვნილი ავტომობილით 8 წლის გოგონას დაეჯახა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.