9 წლით თავისუფლების აღკვეთა მეგობრის მკვლელობისთვის
14.03.2017
მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მსჯავრდებულის ადვოკატები რაიონული სასამართლოს განაჩენს მეორე ინსტანციაში გასაჩივრებენ. რევაზ კაჭკაჭიშვილის თქმით, მოსამართლემ საქმესთან დაკავშირებით არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
განაჩენის გამო, უკმაყოფილება გამოთქვეს გარდაცვლილი არშალუის სანოსიანის ოჯახის წევრებმა.