ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
30.03.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფატქზე ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის - ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულს მის სამოქმედო არეალში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სატყეო უბანზე უკანონოდ უნდა მოეჭრა დიდი ოდენობით სამასალე მორები, ქრთამის სანაცვლოდ თავადვე გამოეტანა და გადაეცა ერთ-ერთი მოქალაქისათვის.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.