ახალციხის მერიისა და ვეტარანების სამოქალაქო დავის განხილვა სრულდება
31.03.2017
ახალციხის მერიისა და ვეტერანების სამოქალაქო დავის განხილვა სრულდება.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე მხარეებს გადაწყვეტილებას 19 აპრილს გააცნობს. მერიის სარჩელი პეტრე იბერის 17 ნომერში მდებარე შენობაში შეჭრილი ოჯახების გამოსახლებას ეხება.
ვეტერანები აცხადებენ, რომ ფართი უკანონდ ეკონომიური მდგომარეობის გაუარესების გამო დაიკავეს. ისინი ირწმუნებიან, რომ სხვა წასასვლელი არ აქვთ და გამოსახლების შემთხვევაში, მცირეწლოვნებით ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებიან.