ახალციხეში, თეთრი "შკოდა" გაჩერება-დგომის ამკრძალავი ნიშნის ქვეშ დგას
27.04.2017
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით არის გაჩერებული.
დაახლოებით ორი საათია თეთრი "შკოდა" გაჩერება-დგომის ამკრძალავი ნიშნის ქვეშ დგას. საპატრულო პოლიცია კი შესაბამის რეაგირებას არ ახდენს.
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 37–ე მუხლში განმარტებულია, რომ ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში გაჩერება და დგომა აკრძალულია.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით ამკრძალავი ნიშნის "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა იწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.