ახალქალაქში უაქციზო სიგარეტების შენახვის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს
27.04.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ახალქალაქში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ: 500 კოლოფ DONTABAK-ს“, 480 კოლოფ GARNY PREMIUM BLUE”-ს, 580 კოლოფ VIP-ს, 140 კოლოფ BLACK TIP-ს, 80 კოლოფ BLACK TIP COMPACT-ს და 10 კოლოფ „AKHTAMAR“-ს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4 - დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.