ძალადობაში ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
08.07.2017
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, მამუკა ბარბაქაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი და თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით შეეფარდა. აქედან რეალურად მოსახდელად მას სამი თვე განესაზღვრა, დანარჩენი წელიწადი და 9 თვე დამნაშავეს პირობით და გამოსაცდელ ვადად ჩაეთვლება.