ახალციხე–თბილისის ცენტრალურ მაგისტრალთან, ამ წუთებში 70–მდე ადგილობრივი არის შეკრებილი. გრიგოლ კაპანაძის მხარდამჭერები ე.წ. თურქული ბარების გაუქმებას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მიზეზი გრიგოლ კაპანაძისა და მისი მეგობრების დაკავებაა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა შუაღამით, საბარგო სადგურზე ერთ–ერთ კვების ობიექტში მოხდა. ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი შენობაში შესვლას ცდილობდა. თუმცა, დაწესებულების ადმინისტრაციამ მათ შიგნით შესვლის უფლება არ მისცა. მეგობრების მტკიცებით, ,,ლოკანტიდან" ქალი გამოვიდა და თქვა, რომ მათ არ შეუშვებდა შიგნით, რადგან აქ შესვლის უფლება მხოლოდ თურქებს ჰქონდათ. ამაზე მომხდარა იქ რაღაცა ამბავი და ლოკანტაში ქალებს პოლიციაში დაურეკავთ.
,,მეცხრე არხი" შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.