რელიგია
პეტრე–პავლობის მარხვა იწყება
ოთხი ივნისიდან, პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხვა და­ი­წყო, რო­მე­ლიც ერთი თვეზე ცოტა მეტს ხანს გაგ­რძელ­დე­ბა და პეტ­რე-პავ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე დას­რულ­დე­ბა.

დიდ­მარ­ხვას­თან შე­და­რე­ბით პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხვა მსუ­ბუ­ქია.

სა­ეკ­ლე­სიო გად­მო­ცე­მით, პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხვა ჯერ კი­დევ მო­ცი­ქუ­ლებ­მა და­ა­წე­სეს. ტრა­დი­ცი­უ­ლად იგი სულთმო­ფე­ნო­ბი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ იწყე­ბა.

პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხვის ხან­გრძლი­ვო­ბა აღ­დგო­მის თა­რიღ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ის ყვე­ლა­ზე დიდი ექ­ვსი კვი­რა გას­ტანს, ხოლო ყვე­ლა­ზე მცი­რე - 7 დღე.

წმი­და მო­ცი­ქუ­ლე­ბი პეტ­რე და პავ­ლე სხვა მო­ცი­ქულ­თა შო­რის თა­ვი­ან­თი მო­ცი­ქუ­ლებ­რი­ვი და მო­წა­მებ­რი­ვი ღვაწ­ლით გა­მორ­ჩე­უ­ლი არი­ან. ამი­ტომ ეკ­ლე­სია მათ, რო­გორც "თავ­თა მო­ცი­ქულ­თა" იხ­სე­ნი­ებს. ისი­ნი ქრის­ტეს­თან სხვა­დას­ხვა გზით მი­ვიდ­ნენ. წმინ­და პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი უფ­ლის 12 მო­ცი­ქულ­თა­გან ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, ხოლო წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი, ქრის­ტი­ან­თა ყო­ფი­ლი მდევ­ნე­ლი სავ­ლე, სას­წა­უ­ლებ­რი­ვი მოქ­ცე­ვის შემ­დეგ უფ­ლის უდი­დე­სი მსა­ხუ­რი გახ­და. წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბი იმ­პე­რა­ტორ ნე­რო­ნის დროს, 67 წელს აღეს­რულ­ნენ.

წმინ­და პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი თავ­და­ყი­რა გა­აკ­რეს ჯვარ­ზე, ხოლო წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქულს თავი მოჰ­კვე­თეს.


| Print |