რელიგია
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში ელოდებიან
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, 29 ოქტომბერს, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიიდან ახალციხესა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში გადმოინაცვლებს.

ხვალ წირვას, ასპინძაში, ხვილიშის წმ.გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტი თეოდორე აღავლენს.

წირვის შემდეგ მოწამე დედოფლის წმინდა ნაწილებს, ახალციხეში, რაბათის წმინდა მარინეს  სახელობის ტაძარში გადმოაბრძანებენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს.

ამ დროისთვის სიწმინდე უკვე იმყოფებოდა ქვეყნის 12 ეპარქიაში. ახალციხის შემდეგ სიწმინდეს ადიგენში და 31 ოქტომბრიდან უკვე აჭარაში ელოდებიან.

გთავაზობთ ვიდეომასალას, საქართველოში მოწამე დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების შესახებ.



| Print |