საწოლფონდი შევსებულია, ამ რეჟიმში ივლისის შუა რიცხვებიდან ვმუშაობთ - ბორჯომის კლინიკური მენეჯერი
07.08.2021
საწოლფონდი შევსებულია, ახალი პაციენტების მიღებას მხოლოდ განკურნებულთა გაწერის შემდეგ ვახერხებთ - აცხადებს მეცხრე არხთან ბორჯომის მულტიპროფილური კლინიკის მენეჯერი.
ოლიკო ბუაჩიძის თქმით, ჯეო ჰოსპიტალი ამ რეჟიმში ივლისის მეორე ნახევრიდან მუშაობს. ამბობს, რომ ბორჯომში გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, იმედისმოცემია აცრის მსურველთა მზარდი რაოდენობა.
მას შემდეგ, რაც ფაიზერით ვაქცინაცია ბორჯომშიც გახდა შესაძლებელი, მედიკოსთა თქმით, ვაქცინირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. სწორედ ამიტომ, კლინიკის ეზოში დაყოვნების კარავი გაიშალა.