ახალციხის #2 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის პროცესს საჯარო მოხელეები აკვირდებიან.
ნაწილს აკრედიტაცია არასამთავრობო ორგანიზაცა "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" სახელით აქვს გავლილი.
უბანზე იმყოფება წყალმომარაგების კომპანიიდან გიორგი გოგოლაური, ასევე მერიის თანამშრომლები ალექსანდრე ჭაღიაშვილი, თორნიკე ყურმაშვილი და შოთა ნასყიდაშვილი.
საარჩევნო უბნის გარეთ მოქალაქეები ამომრჩეველთა სიებით არიან შეკრებილნი. ტელევიზიის დანახვისას, სიები დამალეს. მათ შორისაა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლის, ნაირა სამსონიძის დედა. მან "მე–9 არხის" ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უმტკიცებდა, რომ უბნის გარეთ გადაღების უფლება არ ჰქონდათ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნაირა სამსონიძის დედა ამომრჩეველს აღრიცხავს და ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებს.