არჩევნები
სამცხე–ჯავახეთით მხოლოდ 11 პოლიტიკური ძალა დაინტერესდა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სამცხე-ჯავახეთით 11 პოლიტიკური ძალა და 1 საინიციატივო ჯგუფი დაინტერესდა.

რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში კანდიდატები წარადგინა საარჩევნო ბლოკმა ,,ბაქრაძე-უგულავა - ევროპულმა საქართველო"-მ
და ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ".

,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" კანდიდატები რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში წარადგინა.
მას მერობის კანდიდატი არ ეყოლება მხოლოდ ასპინძაში
ასევე 5 მუნიციპალიტეტში წარადგინა კანდიდატები ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". 
მას მერობის კანდიდატი ნინოწმინდაში არ ჰყავს.

,,გიორგი ვაშაძე - ერთობა - ახალმა საქართველო"-მ კანდიდატები რეგიონის მასშტაბით 3 მუნიციპალიტეტში წარადგინა. მერობისთვის პარტიის სახელით 
იბრძოლებენ ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში.

საინიციატივო ჯგუფებმა კანდიდატები მხოლოდ ორ საარჩევნო ოლქში
წარადგინეს - ასპინძასა და ნინოწმინდაში.
დანარჩენმა ექვსმა პარტიამ რეგიონის მასშტაბით თითო ოლქი აირჩია.
პარტიების მიერ არჩეული მუნიციპალიტეტები ასე გამოიყურება;


,,თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა - ახალციხე
საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა– დემოკრატიული
მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ - ადიგენი

,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - ბორჯომი
სოციალისტური საქართველო - ბორჯომი

,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - ახალქალაქი
,,გაერთიანებული ოპოზიცია" - ნინოწმინდა


| Print |