არჩევნები
ხანდოში პოლიტიკური პარტიის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა "ევროპული საქართველოს" პარტიის აქტივისტზე. შემთხვევა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში მოხდა.

,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამველ პეტროსიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ინციდენტი საქართველოს პარლამენტის წევრის ენზელ მკოიანის მიერ არის პროვოცირებული და ვიდეომასალასაც ავრცელებს.

ახალქალაქი - ნინოწმინდის გაერთიანებული ორგანიზაცია მომხდარში "ქართული ოცნების" ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ადანაშაულებს.

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, პარტიის მხარდამჭერს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენეს, რომ ის ქალაქის ამჟამინდელი დეპუტატისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვდა.

მათი ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით, არავინ დაუკითხავთ. თუმცა, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

| Print |