არჩევნები
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შეიცვალა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პოზიცია, ვიცე–პრეზიდენტმა, საბა ჩინჩალაძემ დაიკავა.

ახალი პრეზიდენტი სტუდენტებს ლევან აფციაურმა წარუდგინა, რომელმაც მისი მუშობის ანგარიში წარმოადგინა და ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ორი წლის მანძილზე, უნივერსიტეტში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

კონკურსები, ინტელექტუალური თამაშები, შეხვედრები. ჩემპიონატები მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობებში, ფეხბურთში.

ლევან აფციაურს უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე თვე დარჩა, თუმცა იმის გამო, რომ უნივერსიტეტი დაამთავრა და სტუდენტის სტატუსი აღარ აქვს, გადადგა.

საბა ჩინჩალაძე მის ადგილს თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნებამდე დაიკავებს. არჩევნები სავარაუდოდ თებერვალში ჩატარდება.

საბა ჩინჩალაძემ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

| Print |