,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ თავს დაესხნენ, რის გამოც ხელსა და ფეხზე დაზიანებები მიიღო.
ირაკლი ბარძიმაძის მტკიცებით, მან დაინახა, ,,ქართული ოცნების" შტაბთან შეკრებილი საუბნო კომისიის წევრები, რის გამოც ვარაუდობს, რომ მმართველი პარტია მათ არჩევნების შედეგების გაყალბების ინსტრუქტაჟს აძლევდა.
ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალს ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზოია ბალიაშვილის შვილს გიორგი ბალიაშვილს სდებს და აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნების" სხვა აქტივისტმა ბალიაშვილის დარტყმის შემდეგ ფეხი წამოკრა და წააქცია.
მმართველ პარტიაში ირაკლი ბარძიმაძის ბრალდებებს უარყოფენ და ინციდეტს ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის პროვოცირებულს უწოდებენ.
#37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯდომარე აცხადებს, რომ ინფორმაცია მომხდარის შესახებ პირველად მედიისგან შეიტყო.
დაპირისპირება 20 ოქტომბერს, საღამოს 9 საათისთვის მოხდა.