არჩევნები
პირველ უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ხმა მისცა
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში 35–ივე უბანი კანონით გათვალისწინებული დროით, დილის რვა საათზე გაიხსნა.

კომისიის თავმჯდომარის, თეა გავაშელის განმარტებით, უმეტეს უბნებში კენჭისყრის პროცედურები გახსნისთანავე დაიწყო.

ახალციხის #1 საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1 180 ამომრჩევლიდან პირველი ნანა იოსელიანი იყო, ვინც მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. მან არჩევანი 08:07 წთ–ზე გააკეთა.

პირველ უბანზე გადასატან ყუთზე 14 ამომრჩეველი ირიცხება, ხოლო სპეციალურ სიაში 10 მოქალაქეა.

| Print |