ნანა პეტროსიანის განმარტებით, მმართველი პარტიის წარმომადგენელი სომხურ ენაზე მოუწოდებს ამომრჩევლებსა და ადმინისტრაციას, რომ მხოლოდ 41 შემოხაზონ. ასევე, მას ავიწროებენ და არ აძლევენ უფლებას დაკვირვება აწარმოოს: "შემოდის "ოცნების" საკრებულოს წევრი თათევოს მათევოსიანი და ამბობს, რომ აქ სხვა არაფერი იქნება, მხოლოდ 41 უნდა შემოიხაზოს".
მათევოსიანი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. დეტალებს ,,მეცხრე არხი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.