არჩევნები
თეიმურაზ გვარამაძე: ,,ამომრჩევლები შარშან უფრო აქტიურობდნენ"
ახალციხის მერვე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე გადასატან ყუთზე 5 ამომრჩეველია რეგისტრირებული და ყველა მათგანმა უკვე მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

რაც შეეხება სპეციალურ სიას, მასში 26 პიროვნებაა დაფიქსირებული. თეიმურაზ გვარამაძე ამბობს, რომ წლევანდელი არჩევნები გაცილებით მშვიდ მდგომარეობაში მიმდინარეობს, თუმცა განმარტავს, რომ ამომრჩევლების აქტიურობა შარშან გაცილებით მაღალი იყო.

| Print |