ასპინძაში არჩევნების შედეგების გამოცხადებას ელოდებიან
22.10.2017
#39–ე ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 70%–მდე ამომრჩეველმა მიიღო, რაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე 3%–ით მეტია.
ოლქის თავმჯდომარის ნიკოლოზ ლოლაძის მონაცემებით, დღის განმავლობაში მხოლოდ ორი საჩივარი დაიწერა. მთელი დღის განმავლობაში ასპინძაში მობილიზებულია პოლიცია.
სამართალდამცველთა სიმრავლეს, ,,ქართული მარში"–ს წევრი ამომრჩეველზე ზეწოლად აფასებს. გიორგი კორკოტაშვილი აცხადებს, რომ მორაგბეები ასპინძაში დამოუკიდებელი კანდიდატის ლევან ცაბაძის ხმების დასაცავად ჩამოვიდნენ.