არჩევნები
"ქართული ოცნება" ბორჯომში გამარჯვებას ზეიმობს
საარჩევნო უბნებში 20:00 საათზე არსებული მონაცემებით ხმა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 52,9 %-მა მისცა.

N36 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით საუბნო საარჩევნო კომისიებმა მთელი დღის განმავლობაში კანონის შესაბამისად იმუშავეს. უბნებზე არცერთი არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში 10-მდე საჩივარია რეგისტრირებული, რომელიც სხვადასხვა პროცედურულ საკითხებს ეხება.



წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი"

| Print |