ახალციხის სამხატვრო სკოლა დისტანციური სწავლების გამოწვევების პირისპირ
24.06.2020
ახალციხის სამხატვრო სკოლა სწავლას დისტანციურად აგრძელებს. პედაგოგები ცდილობენ, რომ 300-მდე მოსწავლეს ფერწერა ვიდეოგაკვეთილებით აუხსნან. მასწავლებლების თქმით, ამ ფორმატით ურთიერთობა განსაკუთრებით რთულია უმცროსკლასელებთან. ჩვენი ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ გრძელდება მუშაობა სამხატვრო სკოლაში.