კულტურა
25 მარტს, ბორჯომში "დედამიწის საათს" აღნიშნავენ
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ეზოში, გარემოსდაცვითი აქცია ,,დედამიწის საათი“ მოეწყობა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, ერთი საათით ელექტროენერგია გაითიშება და ადმინისტრაციის ეზო სანთლებით განათდება.

აქციის მხარდამჭერია კაფე-რესტორანი "Bergi Borjomi", რომელიც ღონისძიება ჩართულ მოხალისეებს გლინტვეინით გაუმასპინძლდება .

ღონისძიებას მუსიკალურად ოთო ჩუხრუკიძე და ლექსო ოქრომელიძე გააფორმებენ.

გარემოსდაცვითი აქცია 25 მარტს, 20:00 საათზეა დაგეგმილი.

| Print |