კულტურის სამინისტრო თეატრებს დაფინანსებას ისევ უმცირებს
18.04.2017
შემცირებული სახელმწიფო დაფინანსების გამო, ხელფასების შესაძლო კლება, ბოლო რამდენიმე დღეა თეატრალურ საზოგადოებასა და კულტურის სამინისტროს შორის დაპირების მიზეზი გახდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისის 12 და 17 მუნიციპალური თეატრი ფინანსდება. მსახიობთა ანაზღაურება კი 200–დან 1 200 ლარამდე მერყეობს. კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, დაფინანსების წესში ცვლილებები უნდა შევიდეს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უწყება დაფინანსებას 10 %-ით ამცირებს, რაც ცალკეულ თეატრებში მსახიობებისთვის ანაზღაურების კლებას გამოიწვევს. თეატრებისთვის დაფინანსების შემცირებას გამოეხმაურნენ მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები. სუბსიდიის კლების გამო, თეატრის ხელმძღვანელობამ 6 საშტატო ერთეული გააუქმა და წამყვან მსახიობებს კი ხელფასი ერთხელ უკვე შეუმცირა.
პროფესიული სახელმწიფო და მუნიციპალური თეატრების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის განსაზღვრული. კულტურის სამინისტრო 29 თეატრისათვის წლის განმვალობაში 32 მილიონ 826 ლარს ხარჯავს. აქედან მესხეთი თეატრი წელს 225 000 ლარით დაფინანსდა, რაც შარშანდელთან შედარებით 25 000–ით ნაკლებია. 60 000 ლარი ჩაურიცხა ახალციხის მერიამ ექვსი პრემიერის გამართვისთვის. ამ შემთხვევაშიც დაფინანსება 20 000–თაა შემცირებული.