კულტურა
შსს ახალციხის ციხეზე ღონისძიებას მართავს
30 ივნისს, 11:00 საათიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალციხის ციხეზე ღონისძიებას მართავს. "ქალაქი – ქალაქში" ამ სახელწოდებით ციხეზე არაერთი აქტივობა მოეწყობა.

ახალგაზრდები 112–ის კოსმოსური ხომალდით "იმოგზაურებენ", მოეწყობა შეჯიბრი ტირში, სამხატვრო კონკურსი, გაიმართება კონცერტი.

სპეციალურად მოწყობილ ველობილიკზე ბავშვები ველოსიპედის მართვის მოწმობას აიღებენ.

ახალციხელები ევროპის ჩემპიონს, ავტომბრბოლელ დათა ქაჯაიას შეხვდებიან. მიიღებენ საჩუქრებს.

იმიტირებულ ქალაქში პოლიციელები და მეხანძრე მაშველები სტუმრებს პირადად უმასპინძლებენ.

| Print |
თეგები: შსს /