მესხი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ციხის ციტადელზე
09.08.2017
ახალციხელი მხატვრის თამარ თამარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა ციტადელზე, ახალციხის ციხის ორგანიზებით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მესხი მხატვრის 50–მდე ნამუშევარი, რომელშიც ძირითადად პორტრეტები, ისტორიული და რელიგიური ხასიათის თემატიკა ჭარბობს. გამოფენას მოქალაქეებთან ერთად ქალაქის ხელმძღვანელობაც დაესწრო. მსურველებს ნახატების გაცნობა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. თამარ თამარაძე ამბობს, რომ ხატვა ბავშვობიდან იტაცებდა, დადიოდა სამხატვრო სკოლაში, რის შემდეგ სწავლა გააგრძელა უნივერსიტეტში. ახალციხის ციხის დირექტორის ზაზა თამარაშვილის განმარტებით, მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ციხეზე უკვე ტრადიციად იქცა.