კულტურა
ნიკა ანთიძე: ,,არსად არ გვეჩქარება"
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე, 30 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
და სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე წერს, რომ სურს განმარტოს კუმურდოს სტრატეგიული პროექტის მნიშვნელობა:

,,დღეს ზოგი სპეციალისტი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ კუმურდოს პროექტი არასწორია. მე ვეცდები რამოდენიმე პუნქტით განვმარტო კუმურდოს ესოდენ სტრატეგიული პროექტი:

1. კუმურდოს რესტავრაცია თაობების ოცნება იყო და მავანნი ვერ ეგუებიან რომ დღეს მიმდინარეობს ეს პროექტი.

2. 2015 და 2016 წლები ძირითადათ არქეოლოგიას დაეთმო. ამოვიდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტები, რის საფუძველზეც დაკორექტირდა პროექტი.

3. 2016 წელს არქეოლოგიის პარალერულად დიდი სიფრთხილით დაიწყო რესტავრაციის პროცესი.

4. არსად არ გვეჩქარება, რაც ნიშნავს რომ თითოეული ნაბიჯი აწონილი იქნება.

5. დღეს კუმურდოში შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, მეც პირადად ვიმყოფებოდი (ეს იმათ გასაგონად ვინც ამობს რომ კულტურის მინისტრის მაგივრად შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდაო)

6. დღევანდელი ინციდენტი არარესტავრაციას, არამედ ტაძრის ეზოში ქვაჯვარის დადგმას ეხებოდა. ( ეს იმათ გასაგონად, ვინც ცდილობს რესტავრაციის პროცესს ხელი შეეშალოს.)

7. ეს ბულეტი კი ეხება იმათ, ვინც პროექტს მსოფლიო სტანდარტებს უწუნებს; მსოფლიო სტანდარტებით რესტავირებული ძეგლი სამწუხაროდ მსოფლიომ ამორიცხა იუნესკოდან.

8. ეს იმათ გასაგონად ვისაც თავისი ნამოქმედარი შედევრად მიაჩნია, ხოლო მის შემდეგ შექმნილი არარად, დღეს მსოფლიო სტანდარტებით აღდგენილ ძეგლებს პრობლემები აქვთ (ბაგრატი და გრემი, სადაც წყალი ჩადის რესტავრაციის უხარისხობის გამო) და ჩვენ გვიწევს გამოსწორებაზე მუშაობა.


ეხლა დატკბით იმ პერსპექტივით, რასაც მივიღებთ კუმურდოს რესტავრაციით" – წერს ნიკა ანთიძე.

| Print |