,,2018 წელს საქართველო "ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე" საპატიო სტუმარი ქვეყანაა! სულ რამდენიმე დღეში, 15 ოქტომბერს, ამ სტატუსს საფრანგეთი ოფიციალურად გადმოგვაბარებს!"
– საქართველოს პრემიერ – მინისტრი ამ განცხადებით კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილ ახალ ვიდეო–რგოლს აქვეყნებს, რომელმაც სოციალურ ქსელში მომხმარებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ანბანით მოთხრობილი საქართველო – ასე ეწოდება ვიდერგოლს, რომელმაც ინგლისურ ენაზე დანარჩენ მსოფლიოს ქვეყნის ისტორია და კულტურა მხოლოდ ოთხ წუთში უნდა გააცნოს.
საზოგადო მოღვაწეები, მოვლენები, ხელოვანები, კულტურული მახასიათებლები, სიტყვები და გეოგრაფიული ადგილები, რომელიც ქართულად განსაკუთრებულად ჟღერს.
ანიმაციურ ვიდეო რგოლის და უნიკალური ქართული ანბანის ახალი გამოსახულება სარეკლამო კომპანია "მეტრომ" ქართველ არტისტებთან და ავტორებთან ერთად შემქნა.
ორ დღეში ვიდეორგოლი უკვე 10 ათასამდე ადამიანმა ნახა.