კულტურა
მესხეთის თეატრი დრამატურგიის ფესტივალს მასპინძლობს
10-30 ოქტომბერს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეროვნული დრამატურგიის IV თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

მაყურებლებს საშუალება ეძლევა იხილონ საქართველოს ცნობილი თეატრების სპექტაკლები.

ფესტივალი, მესხეთის თეატრის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების 50-ე წლისთავს ეძღვნება.

ფესტივალში მონაწილეობს საქართველოს 20 თეატრალური კოლექტივი.

სპექტაკლზე დასწრების ღირებულება 5 ლარია. აბონემენტის შეძენის შემთხვევაში კი 2,50 ლარი. სპექტაკლები ყოველდღიურად 19:00 საათზე დაიწყება.
| Print |