23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
ისტორიული თარიღი გაიხსენეს ახალციხეშიც.
სკოლის მოსწავლეებმა, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ღონისძიება გამართეს.
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას, ახალგაზრდები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ, კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. ამ ბრძოლიდან 97 წელი გავიდა.