მედია
ახალციხეში უწყვეტი აქციის 114 დღეა
ახალციხეში, რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო, უწყვეტი საპროტესტო აქცია 114-ე დღეა გრძელდება.

პროევროპული აქციების მთავარი მოთხოვნებია: შეწყდეს მოქალაქეების დევნა მათი სამოქალაქო პოზიციის გამო, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

საპროტესტო აქციები ახალციხეში 15 იანვრიდან იმართება. ახალციხის გარდა აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვა ქალაქებში და თბილისში.
| Print |
თეგები: აქცია / ახალციხე /