“მე–13 LEGION”-ის სპორტსმენმა ამირან გოგოლაძემ ინგუშეთში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.
სპორტსმენი M-1 Selection ვერსიით, 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ინგუშ მოწინანაღმდეგეს იბრაგიმ საგოვს შეხვდა. ახალციხელმა სპორტსმენმა მტკივნეული ილეთით, ბრძოლა ერთ წუთში მოიგო.
ამირან გოგოლაძეს, მეგობრები და “მე–13 LEGION”-ის მებრძოლები ახალციხის ავტოსადგურში დროშებით დახვდნენ და ინგუშეთში მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს.
ჩემპიონატი რუსეთის ფედერაციაში 22 ივლისს გაიმართა. ამირან გოგოლაძემ ინგუშეთში საქართველოს სახელით იასპარეზა.