ახალციხის თემს 2016 წელს, 2 390 000 ლარი ნაშთის სახით დარჩა
16.02.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტს გასულ წელს განსახორციელებელი პროექტებიდან, ნაშთის სახით 2 390 000 ლარი დარჩა.
გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გელა ლომიძის განმარტებით, თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. ნაშთიდან 2 250 000 ლარამდე ახალი პროექტების განხორციელებას, ხოლო დანარჩენი თანხა გარდამავალ პროექტებს მოხმარდება.
2016 წლის ნაშთიდან 2 364 600 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის თანხაა, ხოლო 25 705 ლარი – ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული.
საკითხს, 16 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს.
შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტმა 8 790 300 ლარი შეადგინა.